» ჯანქი » რუსეთის არმიამ ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა - შენობაში 50 ბავშვი იმყოფებოდა

რუსეთის არმიამ ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა - შენობაში 50 ბავშვი იმყოფებოდა



რუსეთის არმიამ ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა - შენობაში 50 ბავშვი იმყოფებოდა
რუსეთის არმიამ "გრადის“ ტიპის იარაღით კიევის ოლქის ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა, რომელშიც 50 ბავშვი იმყოფებოდა - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა წერს. 

"საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას, რუსეთის სამხედროების მიერ „გრადის“ სისტემის გამოყენებისას, ნამსხვრევები ბავშვთა სახლის ერთ-ერთი შენობას მოხვდა, რომელშიც 50 ბავშვი იყო“ - წერს ვენედიქტოვა.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ნამსხვრევების მოხვედრის მომენტში ბავშვები გვერდით შენობაში იყვნენ.
როგორც პროკურორი, ბავშვების ევაკუაცია არ მომხდარა, თუმცა, პროკურატურის ჩარევის შედეგად, მათი საევაკუაციო ზომები ტარდება.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+