» ჯანქი » "შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს მაისის დასაწყისშიც..." - გრძელვადიანი პროგნოზი: როდის გამოიდარებს და როგორი ამინდები გველოდება მაისის თვეში

"შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს მაისის დასაწყისშიც..." - გრძელვადიანი პროგნოზი: როდის გამოიდარებს და როგორი ამინდები გველოდება მაისის თვეში



"შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს მაისის დასაწყისშიც..." - გრძელვადიანი პროგნოზი: როდის გამოიდარებს და როგორი ამინდები გველოდება მაისის თვეში



ვი­ნა­ი­დან 24 აპ­რილ­საც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა, წვი­მა და მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლია, სულ უფრო ხში­რად ის­მის, რომ წელს აპ­რი­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ცივი და მკაც­რია... თუ რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის უახ­ლო­ე­სი და ხან­გრძლი­ვი პროგ­ნო­ზი, ამინ­დის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე გაგ­ვაც­ნობს...

- რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნოზს, თუ რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე, დღეს - 24 აპ­რილს ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხვალ ქვეყ­ნის უმე­ტესს რა­ი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რებს, კვი­რა­საც უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. მომ­დევ­ნო კვი­რა­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში, უფრო მე­ტად სა­ღა­მოს და ღა­მის სა­ა­თებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მცი­რე წვი­მა იყოს. კვი­რის და­სა­წყის­ში შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა, რო­გორც და­სავ­ლეთ ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 17-18 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში.

კვი­რის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, ხუთ­შა­ბა­თი­დან ნელ-ნელა და­ი­წყე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და კვი­რის ბო­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 25-26 გრა­დუ­სამ­დე ავა. მთი­ან რა­ი­ო­ნებ­შიც ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა. ნა­ლე­ქის თვალ­საზ­რი­სით, ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე, ხან­მოკ­ლე წვი­მა იყოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც 15-16-17 გრა­დუ­სი და კვი­რის ბო­ლოს­კენ 19-20 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში კვი­რის ბო­ლოს­თვის 13-14 გრა­დუ­სამ­დე, ზო­გან 15 გრა­დუ­სამ­დეც ავა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 18-19 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 9-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

- წელს თოვლს ისევ უნდა ვე­ლო­დოთ?

- მა­ის­ში თოვ­ლი ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ნელ-ნელა მა­ტუ­ლობს ტემ­პე­რა­ტუ­რა, კლი­მა­ტუ­რა­დაც გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი საკ­მა­ოდ თბი­ლია. მა­ი­სის და­სა­წყის­ში, მა­ღალ მთა­ში ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს თოვლ-ჭყა­პი. მა­ი­სის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ჰა­ე­რის თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში ნორ­მის ფარ­გლებ­ში და ნორ­მა­ზე ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში კი ნორ­მის და ნორ­მა­ზე და­ბა­ლი.

- ანუ მა­ი­სიც უხვი ნა­ლე­ქით იქ­ნე­ბა მთა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ი­სის თვე­ში ნა­ლე­ქი ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თვის და­სა­წყის­ში მა­ღალ მთა­ში ზო­გან თოვლ-ჭყა­პი იყოს.

- აპ­რი­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ მკაც­რი იყო?

- აპ­რი­ლი საკ­მა­ოდ ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ხში­რი იყო ძლი­ე­რი წვი­მე­ბი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ თით­ქმის ყო­ველ­დღე წვიმ­და, ძლი­ე­რი წვი­მე­ბი არ იყო და ამ მხრივ შე­სახ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ნა­ლე­ქი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე ნორ­მის ფარ­გლებ­ში იყო. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლო­დე­ბო­დით უხვნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას და მარ­თლაც ასე იყო აპ­რი­ლის თვე­ში.

- მა­ი­სიც მკაც­რი იქ­ნე­ბა?

- მა­ის­ში ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა ნა­ლე­ქი, ზო­გა­დად მა­ი­სი კლი­მა­ტუ­რად საკ­მა­ოდ ნა­ლე­ქი­ა­ნია და რომ ვამ­ბობთ ნა­ლე­ქი ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ წვი­მი­ა­ნი ამინ­დი საკ­მა­ოდ ხში­რად იქ­ნე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში სა­შუ­ა­ლოდ ნორ­მის ფარ­გლებ­ში და ნორ­მა­ზე ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ნორ­მის და ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით ერთი გრა­დუ­სით და­ბა­ლი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 17-20 გრა­დუ­სის, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში +16, +18 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რაც ნორ­მის ფარ­გლებ­ში და ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლია სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­ურ მნიშ­ვნე­ლო­ბას­თან. მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და უფრო თვის ბო­ლოს­კენ, ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე, კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 29-32 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტოს.

წყარო: ​ambebi.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+