„დილა მშვიდობისა... უკვე 8 წლის შემდეგ საქართველოდან...“ - სააკაშვილი საქართველოშია?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. დიახ. სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო და მოქალაქეებს აუწყა, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდებოდა.
დღეს ფეისბუკში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“.
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ნამდვილად არ ვიცი სიმართლეა თუ არა..მაგრამ ფაქტია რომ ძილს უფრთხობს ზოგიერთებს და სიგიჟემდე მიჰყავს..“
„როგორ? უკვე საქართველოში ხართ? დავიბენი ღმერთი გფარავდეთ პრეზიდენტო!“
„კეთილი იყოს თქვენი ფეხისგულებით მამულის შეგრძნება. ოდითგანვე, სიკეთის ნაყოფს, კაცობრიობა ათასი ბოროტებისგან უხსნია. დაე, იმ გულმა, რომელიც თქვენი სამშობლოსთვის გიძგერთ, გაგამარჯვებინოთ, უსახურ და უნამუსო ქვეყნის შიდა და გარეშე მტერთან უკომპრომისო ბრძოლაში! უფალი არის თქვენთან! ამინ! ამინ! ამინ!“
„აბა, დილამშვიდობის ბიძინი გაიღვიძე მოვედი“
„შოკიიი! ჯერ თავიდან ვკითხულობ შემდეგ ბოლოდან შემდეგ ისევ თავიდან რა ვქნა ახლა“,- ვკითხულობთ კომენტარებში.
წყარო: Digest.pia.ge
კომენტარები (0)