გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალ მთაში თოვლი. 3 დეკემბრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში 2 და 4 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 დეკემბერს წვიმა, ქარი და შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 დეკემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 და 4 დეკემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 და 4 დეკემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 2 და 4 დეკემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 და 4 დეკემბერს ზოგან თოვლია მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)