» ჯანქი » "64 წლის ასაკში გავთხოვდი, ბევრი ქალი მიწერდა, ამ ასაკში გათხოვება რა ჯანდაბად უნდოდაო... 8 წელია, მანქანას ვმართავ და ჯარიმა არ მომსვლია" - ლია ჩაკვეტაძის ისტორია

"64 წლის ასაკში გავთხოვდი, ბევრი ქალი მიწერდა, ამ ასაკში გათხოვება რა ჯანდაბად უნდოდაო... 8 წელია, მანქანას ვმართავ და ჯარიმა არ მომსვლია" - ლია ჩაკვეტაძის ისტორია



"64 წლის ასაკში გავთხოვდი, ბევრი ქალი მიწერდა, ამ ასაკში გათხოვება რა ჯანდაბად უნდოდაო... 8 წელია, მანქანას ვმართავ და ჯარიმა არ მომსვლია" - ლია ჩაკვეტაძის ისტორია



"ესაა ბე­ბი­ა­ჩე­მი, რო­მე­ლიც და­ქორ­წინ­და 64 წლის ასაკ­ში და გა­და­ი­ხა­და თეთრ კა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი. 66 წლის ასაკ­ში აიღო მარ­თვის მოწ­მო­ბა. და­დის ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში და კარგ ამინ­დებ­ში დარ­ბის პარკში, და­დის აუზ­ზე, ჰყავს გერ­მა­ნუ­ლი, მა­ღა­ლი კლა­სის, ვე­ლო­სი­პე­დი, იკ­ვე­ბე­ბა ჯან­სა­ღად... და დარ­დობს იმა­ზე, თმებს, წარ­ბებს თუ ბო­ტოქსს რო­მელ სა­ლონ­ში უკეთ აკე­თე­ბენ.. ამ­ბობს, ადა­მი­ა­ნი მა­შინ ბერ­დე­ბა, როცა აღარ მოძ­რა­ობ­სო და არ მოძ­რა­ო­ბენ მარ­ტო მკვდრე­ბი" - ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფსი­ქო­ლოგ­მა გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ ბა­ბუ­ას დის - ლია ჩაკ­ვე­ტა­ძის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ათი ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა და კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა..

ქალ­ბა­ტონ ლია ჩაკ­ვე­ტა­ძეს სა­სა­უბ­როდ თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით...

- დიახ, პოს­ტში რაც წე­რია, ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეა. გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი ამ­დენ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას.

- გაგ­ვა­ცა­ნით თქვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა...

- ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი. სკო­ლა­ში ფი­ზკულ­ტუ­რის პე­და­გოგს ყვე­ლა სფე­რო­ში მივ­ყავ­დი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ღა­ლი არ ვარ, ფრენ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თის, ჩოგ­ბურ­თის შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მა­ღე­ბი­ნებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... პირ­ვე­ლად ფიტ­ნეს­ზე რომ მი­ვე­დი, უკვე 50 წლის ასა­კის ვი­ყა­ვი. პე­და­გოგს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და და მკი­თხა, შენ ადრე სპორ­ტსმე­ნი ხომ არ იყა­ვიო. კი­დევ უფრო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა, როცა ვუ­თხა­რი, რომ სპორ­ტსმე­ნი არ ვყო­ფილ­ვარ. ფიტ­ნეს­ზე კვი­რა­ში ერთხელ ძლი­ე­რი ვარ­ჯი­შე­ბი ტარ­დე­ბო­და, ოფლში ვი­წუ­რე­ბო­დით, 18-19 წლის გო­გო­ებს უჭირ­დათ, ია­ტაკ­ზე წვე­ბოდ­ნენ, პე­და­გო­გი ეუბ­ნე­ბო­დათ, ორ­ჯერ და მეტ­ჯერ თქვენ­ზე უფ­რო­სია ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ, მას მი­ბა­ძე­თო.


კითხვის გაგრძელება - იხილეთ სრულად 


“კვარა გაოცებული იყო, როდესაც ეს გავაკეთე” – რას ამბობს ჯანლუიჯი დონარუმა კვარაცხელიას შესახებ



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+