» ჯანქი » სტამბოლში ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს - რას ედავება მას გამოძიება?

სტამბოლში ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს - რას ედავება მას გამოძიება?



სტამბოლში ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს - რას ედავება მას გამოძიება?



ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, ჯან ია­მა­ნი სტამ­ბოლ­ში პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. ია­მა­ნი ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­შია და­კა­ვე­ბუ­ლი.

სტამ­ბო­ლის პო­ლი­ცი­ამ გვი­ან ღა­მით ქა­ლა­ქის 9 ღა­მის კლუბ­ში და რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­რო­ში ჩა­ა­ტა­რა ჩხრე­კა რა დრო­საც ია­მა­ნი და მას­თან ერ­თად კი­დევ 6 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის კი­დევ ერთი მსა­ხი­ო­ბი, სე­ლენ გორ­გუ­ზე­ლი.

ჯან ია­მა­ნი და სე­ლენ გორ­გუ­ზე­ლი სის­ხლის ანა­ლი­ზის­თვის სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბას სტამ­ბო­ლის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კონ­ტრა­ბან­დის, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რო აწარ­მო­ებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­მანს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა.

პრო­კუ­რო­რე­ბის ცნო­ბით კი, სა­ერ­თო ჯამ­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კი­სას, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი.

წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+