ბირჯე აქალაი ცნობილი თურქი მსახიობია, მას ქართველი მაყურებელიც კარგად იცნობს. მწვანეთვალება ბირჯე ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა, მაგრამ ტრავმამ აიძულა მომავალი შეეცვალა. ბირჯე ძლიერი და მიზანდასახული ქალია.
- მის ცხოვრებაში პოპულარობა ნელ-ნელა მოვიდა. ორი წარუმატებელი ქორწინების მიუხედავად მისი რწმენა სიყვარულის მიმართ არ განელებულა.
თურქული კინოს ვარსკვლავი 1984 წლის 19 ივნისს სტამბოლში დაიბადა. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ მშობლები დიდ დროს უთმობდნენ მის აღზრდას. აქალაის დედა დიასახლისი იყო, მაგრამ ქალი სწავლობდა მუსიკას და ხატვას, კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში. მამა კონდიცირების კომპანიას ფლობდა სტამბოლში.
აქალაის თქმით, მამის კომპანიას ოჯახისთვის სტაბილური შემოსავალი არ მოუტანია. ხანდახან ჯიბის ფულიც არ ჰქონდა. მშობლები ერთადერთ ქალიშვილს თავისუფლად ზრდიდნენ.

სამი წლის ასაკში გოგონამ ბალეტის შესწავლა დაიწყო და ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა. ბირჯე დარწმუნებული იყო, რომ ცნობილი მოცეკვავე გახდებოდა და მოგვიანებით საკუთარი საბალეტო სკოლა ექნებოდა. 2000 წელს მიღებულმა ტრავმამ მისი კარიერა დაანგრია. ბუნებით მეოცნებე მსახიობი, სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რისთვისაც მზად არ იყო.
სხვა გზა არ ჰქონდა, პროფესია უნდა შეეცვალა. 2003 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სტამბოლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, გადაწყვიტა თეატრის კრიტიკოსი გამხდარიყო. მალევე მიხვდა რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. ერთ წელიწადში აკადემიური აიღო და სამოდელო სააგენტოში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, შემდეგ კი სილამაზის კონკურსში სცადა ბედი.
კითხვის გაგრძელება - იხილეთ სრულად
კომენტარები (0)