» ჯანქი » „ამბობენ, ბინა ჩა­ა­დე­ბი­ნეს ბან­კში, ფული თვი­თონ აი­ღეს, გი­ორ­გი კი ნა­ქი­რა­ვებ­ში შე­უშ­ვეს. ამ ფუ­ლით ხორ­ცის ბიზ­ნე­სი და­ი­წყეს, სადაც გი­ორ­გი­საც ჰქო­ნია წილი, მერე იქედანაც გა­უშ­ვეს. სულ საყ­ვე­დუ­რობ­და ბი­ძას და ბი­ძაშ­ვილს უბი­ნა­ოდ დ

„ამბობენ, ბინა ჩა­ა­დე­ბი­ნეს ბან­კში, ფული თვი­თონ აი­ღეს, გი­ორ­გი კი ნა­ქი­რა­ვებ­ში შე­უშ­ვეს. ამ ფუ­ლით ხორ­ცის ბიზ­ნე­სი და­ი­წყეს, სადაც გი­ორ­გი­საც ჰქო­ნია წილი, მერე იქედანაც გა­უშ­ვეს. სულ საყ­ვე­დუ­რობ­და ბი­ძას და ბი­ძაშ­ვილს უბი­ნა­ოდ დ



„ამბობენ, ბინა ჩა­ა­დე­ბი­ნეს ბან­კში, ფული თვი­თონ აი­ღეს, გი­ორ­გი კი ნა­ქი­რა­ვებ­ში შე­უშ­ვეს. ამ ფუ­ლით ხორ­ცის ბიზ­ნე­სი და­ი­წყეს, სადაც გი­ორ­გი­საც ჰქო­ნია წილი, მერე იქედანაც გა­უშ­ვეს. სულ საყ­ვე­დუ­რობ­და ბი­ძას და ბი­ძაშ­ვილს უბი­ნა­ოდ დ
გუ­შინ რუს­თა­ვის ე.წ. სტამ­ბო­ლის აგ­რა­რულ ბა­ზარ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა და ხორ­ცის სექ­ცი­ა­ში მო­ვაჭ­რე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ერთი კი დაჭ­რი­ლია. რო­გორც "კლი­ნი­კა რუს­თავ­ში" გა­ნა­ცხა­დეს, 25 წლის ნიკა ორ­ვე­ლაშ­ვილს ჭრი­ლო­ბა ზედა კი­დუ­რის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან - ნო­დარ ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ და დათო აბუ­ლაშ­ვი­ლე­ბი და პა­ა­ტა მჭედ­ლი­ძე. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც წყა­რო რუს­თა­ვი­დან "ამბებს" უყ­ვე­ბა, ორ­ვე­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხუ­რი დავა ფი­ნან­სებ­სა და ბიზ­ნეს-წი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.
"35 წლის გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი უცოლ­შვი­ლო იყო და რუს­თავ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 1-2 წლის წინ, მან ნა­ქი­რა­ვე­ბი ბინა გა­დაწ­ვა, რო­მე­ლიც სწო­რედ ბი­ძამ უქი­რა­ვა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ერთი ვერ­სი­ით, ბიზ­ნე­სის ასა­წყო­ბად ბინა ჩა­ა­დე­ბი­ნეს ბან­კში, ფული თვი­თონ აი­ღეს, გი­ორ­გი კი ნა­ქი­რა­ვებ­ში შე­უშ­ვეს.

ამ ფუ­ლით მათ "სტამ­ბუ­ლის ბა­ზარ­ში" ად­გი­ლე­ბი იქი­რა­ვეს და ხორ­ცის ბიზ­ნე­სი და­ი­წყეს. ამ ბიზ­ნეს­ში გი­ორ­გი­საც ჰქო­ნია წილი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ ამ ბაზ­რის ბიზ­ნე­სი­და­ნაც გა­უშ­ვეს. მკვლე­ლო­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია... თურ­მე გი­ორ­გი სულ საყ­ვე­დუ­რობ­და ბი­ძას და ბი­ძაშ­ვილს, რა გა­მი­კე­თეთ, უბი­ნა­ოდ დამ­ტო­ვე­თო... გუ­შინ დი­ლას თოფი წა­უ­ღია (სოფ­ლი­დან ჩა­მო­უ­ტა­ნია), ბი­ძის­თვის ხორ­ცი უთხო­ვია ნი­სი­ად, ალ­ბათ სა­ბაბს ეძებ­და, რად­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წა­ვი­და.

მამა-შვილს უარი უთ­ქვამს, ამას კი ცე­ცხლი გა­უხ­სნია, ბიძა ად­გილ­ზე მოკ­ლა, ბი­ძაშ­ვილ­საც ეს­რო­ლა, რო­მე­ლიც ხელ­ში და­იჭ­რა, მერე ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლი ორი ძმა - აბუ­ლაშ­ვი­ლე­ბიც მი­ა­ყო­ლა. ამის მერე მოკ­ლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი კაცი - 4 შვი­ლის მამა პა­ა­ტა მჭედ­ლი­ძეც. მას უთ­ქვამს, ნუ ის­ვრიო, გი­ორ­გიმ კი - წა­მიყ­ვა­ნეო, მძღოლ­მა არ წა­იყ­ვა­ნა და ეს­რო­ლა. ამის მერე გი­ორ­გი აფ­თი­აქ "ფარმ სახ­ლში“ შე­ვარ­დნი­ლა და უთ­ქვამს, კაცი მოვ­კა­ლი, პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კე­თო, არ­სად წა­სუ­ლა და ჩა­ბარ­და“.
ambebi.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+