თეონა
კონტრიძეზე რუსული მედია ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მისი განვლილი ცხოვრების სირთულეებზე გვიყვება. "ქართველი მომღერალი, რომლის სახელიც ჯაზ-პანკის სიმბოლოდ იქცა" - ასე უწოდებენ თეონას მედიაში. ქალის, რომლის კარიერაც მეზობელ რუსეთში წარმატებით განვითარდა, რასაც ვერ ვიტყვით მის პირად ცხოვრებაზე, რომელსაც დრამა არ დაჰკლებია.
თეონა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მისი ოჯახი ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან: ბაბუა ფორტეპიანოზე უკრავდა, დედა მღეროდა. სკოლის დასრულების შემდეგ კონტრიძემ სწავლა გნესინის სკოლაში გააგრძელა. თავდაპირველად დირიჟორობა სურდა, საბოლოოდ პოპ-ჯაზის ვოკალის მიმართულება აირჩია.
სწავლის პერიოდში მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობდა, რაც მისთვის არც ისე მარტივი იყო. ღამით სკოლის სარდაფში მდებარე ჯაზის კაფეში მღეროდა, დილით კი სასწავლებელში მიდიოდა.
ქალიშვილის პრობლემებიდიდი ხნის განმავლობაში, თეონას ქალიშვილმა, რედი-მარიამმა, რომელიც საოცრად ჰგავს იურის, არ იცოდა ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა. როდესაც სიმართლე გაიგო მისი გაცნობის სურვილი არ გამოუთქვამს.
"სიტუაცია ადვილი არ არის, ეს არის ცხოვრება. ხუმრობა ხომ არ არის 16 წლის მანძილზე ორჯერ ვნახეთ ერთმანეთი. იქ არის მისი ოჯახი, იქ არის მამა. მე კი ბიოლოგიური მშობელი ვარ“, - თქვა ტიტოვმა მედიასთან.
ცოტა ხნის წინ 47 წლის მომღერალმა თეონა კონტრიძემ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი 16 წლის ქალიშვილი რედი-მარიამი ერთ-ერთ გარეკლამებულ წონაში დასაკლებ ინიექციას 14 წლიდან იკეთებდა. თეონას თქმით, წამალი მოზარდს კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დაუნიშნა და ის, როგორც დედა, ეჭვების მიუხედავად, დათანხმდა და მოგვიანებით ამ სიტუაციას "სასტიკი სირცხვილი" უწოდა.
გარდა ამისა, რეკლამირებულმა წამალმა გავლენა მოახდინა მის ემოციურ მდგომარეობაზე, რამაც გამოიწვია დეპრესია.
- "არ ვჭამ, არ ვსვამ, არაფერი მიხარია, არ მინდა მეგობრებთან ერთად გასვლა, არ გინდათ ზღვაში ბანაობა", - შესჩივლა დედას რედი-მარიამმა. თეონა კონტრიძემ აღიარა, რომ შვილის ამ მდგომარეობის გამო, ახლა მას დანაშაულის საშინელი გრძნობა აწუხებს.
16 წლის ასაკში რედი-მარიამი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მან რამდენიმე თვეში 23 კილოგრამი დაიკლო, რამაც ორგანიზმზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა.
"მე ვიცი, რომ ეს ვიდეო ბევრ კრიტიკას გამოიწვევს და ყველა „ყველაფრისმცოდნე“ გამოეხმაურება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა... დიდი ხანია ვგეგმავდით ამის ჩაწერას.
ჩემი საყვარელი ქალიშვილი 14 წლის ასაკში იკეთებდა ოზემპიკის ინიექციებს, და ძალიან ვნანობ, რომ ამ სასტიკ ქმედებას დავთანხმდი. მაშინ არაფერი ვიცოდი ამ პრეპარატის შესახებ, ის კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დანიშნა, რომელიც ახლო მეგობრებმა გვირჩიეს.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)