ქუთაისელი უნიჭიერესი და უგონიერესი
გურო მელქაძის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. ბიჭუნა, რომელიც თავისი გონებრივით აოცებს საზოგადოებას, წელს სკოლაში წავიდა. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და სწორედ ამიტომაც შევეხმიანეთ მის დედიკოს,
ლიკა მელქაძეს.სწორედ ის არის ასევე ავტორი იმ ვიდეოებისა, რომლითაც გურო მელქაძე ინტერნეტ-სივრცეში საზოგადოებამ გაიცნო. ბიჭუნა პოპულარულია როგორც "ფეისბიქზე“, ასევე "ტიკ-ტოკზე“ და აქვს თავისი "იუთუბ არხიც“.
ლიკა მელქაძე:- ვინ არ მწერს, - რა უნდა გუროს პირველ კლასშიო?!. ყველა დედას თავისი შვილისთვის საუკეთესო უნდა და მით უმეტეს, ასეთი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. გინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესო ცოდნა მიაღებინო. საქართველოს მასშტაბზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ქუთაისში სპეციალიზებული სკოლა არ არის. არის სკოლები, სადაც ბავშვს მეტ-ნაკლებად ევროპული სტანდარტებით განათლების მიღება შეუძლია. მაგრამ არც ერთმა ასეთმა სკოლამ არ გამოხატა ინიციატივა, რომ გურო უფასოდ მეღო. ერთი-ორი ასეთი (ცნობილი) სკოლა შემეხმიანა, მაგრამ ჩემამდე აბსურდული წინადადებით მოვიდნენ, რასაც ნამდვილად ვერ დავთანხმდებოდი.
საფასური შემოგთავაზეს?- კი და რომ ვუთხარი, არ მაქვს ამის საშუალება, წელიწადში 5000 ლარი გადავიხადო-მეთქი, განვადებას გაგიკეთებთო...
- არადა, გუროს გონების მქონე ბავშვს ვფიქრობ, მართლაც სპეციალიზებული სკოლაში სწავლა სჭირდება... რადგან ასე არ მოხდა, საჯარო სკოლაში შეიყვანეთ, ხომ?- კი, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში შევიდა. საოცარი შთაბეჭდილებით დატვირთული მოვიდა სახლში, არადა, ცოტას ვშიშობდი. ძალიან თბილად, ოვაციებით დახვდნენ იქ. სკოლა სახლთან ახლოსაა. იქ, თავის დროზე, გუროს ბაბუაც სწავლობდა.
კითხვის გაგრძელება - იხილეთ სრულად
კომენტარები (0)