რამდენიმე დღეა გვანცა ჩიქოვანის „ბოლო ზარზე“ გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში პოპულარულია. გოგონა სენაკიდან არის, წელს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია დაამთავრა. მართალია, გვანცა ჩიქოვანი ყურადღების ცენტრში გარეგნობის გამო მოექცა, მაგრამ გოგონა ძალიან კარგად სწავლობს და ოთხი წლის წინ, პირველი ცხოვრებისეული წარმატებაც ჰქონდა.
გვანცა ჩიქოვანი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:
- 20 მაისს მქონდა ბოლო ზარი და მოულოდნელი იყო ჩემთვის ის გამოხმაურება, რაც ჩემს ფოტოებს მოჰყვა. ჩვენ სკოლა-გიმნაზიის პირველი გამოშვება ვართ. მიყვარს სწავლა და 2017 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ჩემს ოთხ თანაკლასელთან ერთად გავიმარჯვე და "ნასაში" გავემგზავრეთ. ჩვენი მენტორები იყვნენ დავით სონღულაშვილი და უტა კილასონია, მათი დახმარებით შევქმენით პროექტი და გავიმარჯვეთ. "ნასაში" ერთი კვირა ვიყავით, ყოველდღიურად გვიტარდებოდა მასტერკლასები.
პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელიც ზომავს მიწის ქანების მოძრაობას, პროგნოზირებს მეწყერს და ინფორმაციას სმს-ის სახით აწვდის დარეგისტრირებულ მოსახლეობას. მაშინ მერვე კლასში ვიყავი და ძალიან საინტერესოდ მახსენდება ეს პერიოდი.
განაგრძეთ კითხვა
კომენტარები (0)