» ჯანქი » ვინ არის რეალურად ჩუქუროვას” გმირი ზულეიჰა, რომლის გარეგნობაც გულგრილს არავის ტოვებს

ვინ არის რეალურად ჩუქუროვას” გმირი ზულეიჰა, რომლის გარეგნობაც გულგრილს არავის ტოვებს



ვინ არის რეალურად ჩუქუროვას” გმირი ზულეიჰა, რომლის გარეგნობაც გულგრილს არავის ტოვებს



თურქი ანჯელინა ჯოლი
ჰი­ლალ ალ­თინ­ბი­ლე­ქი კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია თურ­ქე­თი­დან, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იც­ნობს სე­რი­ა­ლი­დან „ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში.“ მომ­ხიბ­ვლელ მსა­ხი­ობს თურქ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­საც კი უწო­დე­ბენ და თვლი­ან, რომ ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ჰგავს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს.
ჰი­ლა­ლი 1991 წლის 21 იან­ვარს თურ­ქე­თის ქა­ლაქ იზ­მირ­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი კო­სო­ვო­და­ნაა. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბას სწავ­ლობ­და, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად სამ­სა­ხი­ო­ბო კურ­სებ­ზეც და­დი­ო­და.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში, სა­დაც ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვდა და მალე მის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბად მო­დე­ლო­ბა იქცა. 2009-2010 წლებ­ში სტამ­ბოლ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას სწავ­ლობ­და. ალ­თინ­ბი­ლე­ქის სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბი­უ­ტი 2011 წელს შედ­გა, რო­დე­საც დე­რინ სუ­ლა­რის როლი შე­ას­რუ­ლა.
სერიალი Karagül ჰი­ლა­ლის კა­რი­ე­რის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. ის შე­ამ­ჩნი­ეს ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა და არა­ერ­თი მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო. 2016 წელს ითა­მა­შა სე­რი­ალ­ში Hayatımın Aşkı, ხოლო 2018 წლი­დან სე­რი­ალ Bir Zamanlar Çukurova-ს მთა­ვარ გმირს, ზუ­ლე­ი­ჰას თა­მა­შობს.
ჰი­ლალ ალ­თინ­ბი­ლე­ქის სამ­სა­ხი­ო­ბო მოღ­ვა­წე­ო­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ სე­რი­ა­ლე­ბით. ის გა­და­ი­ღეს ფილმში სა­ხე­ლად Çocuklar Sana Emanet-ს, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წია თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის მთა­ვარ ვარ­სკვლავს, ენ­გინ აქი­უ­რექს.
ჰი­ლა­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თურ­ქულ მე­დი­ა­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბი ცდი­ლობს თა­ვი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო არ გახ­დეს, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მე­დი­ის­თვის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე ცნო­ბი­ლი.
თურ­ქულ მე­დი­ა­ში წერ­დნენ ჰი­ლა­ლი­სა და მსა­ხი­ობ მერთ ია­ზი­ჩი­ო­ლუს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ასე­ვე მსა­ხი­ობ ქუ­ბი­ლაი აქას­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, თუმ­ცა ჰი­ლალ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი უარ­ყო და თქვა, რომ მათ­თან მხო­ლოდ კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.
თურ­ქუ­ლი მე­დი­ა ახლო წარულში იუწყებოდა რომ ჰი­ლალს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონდა სე­რი­ალ „ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში“ -ს ერთ-ერთ მსა­ხი­ობ­თან, 58 წლის ქე­რემ ალი­შიქთან. ისი­ნი უარ­ყო­ფდნენ გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს, თუმ­ცა მე­დი­ა­ში წე­რდენ, რომ წყვი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს უბ­რა­ლოდ ასა­ი­დუმ­ლო­ებდა და რე­ა­ლუ­რად ერ­თად იყვნენ.

წყარო: ​inews.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+