Демонстрационный сайт » ჯანქი » "მიშამ გაიმარჯვა. რუსეთი დამარცხდა" - ნიკა გვარამია

"მიშამ გაიმარჯვა. რუსეთი დამარცხდა" - ნიკა გვარამია

"მიშამ გაიმარჯვა. რუსეთი დამარცხდა" - ნიკა გვარამია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას შეფასებით, დღეს მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა და რუსეთი დამარცხდა.

"სიმბოლურია, რომ მიშა მის მიერ აშენებულ ჰოსპიტალში მის მერვე დაგებული ავტობანით მიყავთ.

მაგრამ უფრო სიმბოლური ისაა, რომ ეს ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა - ექიმის, რომელიც რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა 2008 ში. კაცის, რომელმაც არ დატოვა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები, მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ და სიცოცხლე გაწირა.
მიშამ გაიმარჯვა. რუსეთი დამარცხდა.
ეს სიმბოლიზმიც ამის დასტურია.
დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება! ", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა დღეს შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

წყარო: ​tia.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+