,,ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია" - ეს მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ თანამებრძოლებს საპატიმროდან გამოუგზავნა.
სააკაშვილის განცხადებით, ახლა არ არის დრო ხელების ჩამოშვების, რადგანაც წინ 30 ოქტომბერი და არჩევნების მეორე ტურია.
,,მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ,,მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)