დიდი სკანდალი-ამ წუთებში ხდება ცნობილი ვინ „აცდუნა“ სააკაშვილი ეჭამა ფაფები და სხვა საკვები – „ეს ქალბატონი შევიდა მასთან და პირდაპირ დაარწმუნა თუ ამ სამედიცნო ხნსარ არ მიიღებთ კომაში ჩავარდებით…“
სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, მათთან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პენიტენციურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა დაარწმუნა იგი, მიეღო დანამატები.
ტვ პირველთან ინტერვიუში ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ფაფის სახით საკვები დანამატები ციხეში არ იყიდება და იგი ბავშვთა კვებისთვისაა განკუთვნილი.
მისივე თქმით, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შეცვლილი შიმშილობის ფორმა და მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მოშიმშილე პატიმრად მიიჩნევა.
“როგორც პატიმარმა განგვიცხადა, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი თამთა დემურიშვილი შეხვდა მას და მან დაარწმუნა, რომ მიეღო ამ ტიპის დანამატები, რაც არ ითვლებოდა შიმშილობის დარღვევად.
ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მათივე მოთხოვნით და მათ დანიშნულება გქონდა ერთადერთი, რომ სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ და სადაც მითითებულია 30-50 მილიგრამი, რასაც კვებითი ღირებულება არ აქვს”, – თქვა გიორგი ბურჯანაძემ.
დღეს, 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.
კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს.
კომენტარები (0)