» ჯანქი » 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულმა, მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ორთაბრძოლა წააგო

15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულმა, მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ორთაბრძოლა წააგო



15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულმა, მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ორთაბრძოლა წააგო



რო­გორც ცნო­ბი­ლია, 15 წლის მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 31 წლის მკლავ­ჭი­დე­ლი ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნი ბულ­გა­რეთ­ში, ქა­ლაქ ალ­ბე­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან 20 და 21 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა შეხ­ვედ­რა წა­ა­გო და ას­პა­რე­ზო­ბა უმედ­ლოდ და­ას­რუ­ლა. ქალი სპორ­ტსმე­ნი ორი­ვე მკლავ­ში ას­პა­რე­ზობ­და. ვიბ­ლი­ა­ნი კა­ნა­დის, უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის (ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შის ქვეშ მო­ას­პა­რე­ზე სპორ­ტსმე­ნი) წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებ­ში და­მარ­ცხდა.

შე­გახ­სე­ნებთ, ხა­ტია ვიბ­ლი­ანს ბრა­ლად ედე­ბა 15 წლის ბი­ჭის ცემა. 17 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ხა­ტია ვიბ­ლი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3000 ლარი შე­უ­ფარ­და, რა­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხი აპ­რო­ტეს­ტებს.

მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 14 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და. თა­ვად ძა­ლა­დო­ბა 11 სექ­ტემ­ბერს მოხ­და.

რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ან ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მო­ზარდს სა­ხე­ში ურტყამს ხე­ლებს. ბავ­შვი თა­ვის დაც­ვას ცდი­ლობს, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს, რად­გან ქალს ის კე­დელ­თან ჰყავს მიმ­წყვდე­უ­ლი და გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.
ვი­დე­ო­ში­ვე ჩანს, რომ ამ სცე­ნას უყუ­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის 4 წლის შვი­ლი.
გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და ჯა­რი­მას ან 2 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო: ​ambebi.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+