ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებს, რომელიც 26 ივლისიდან -11 აგვისტომდე გასტანს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს.საქართველოდან ოლიმპიადაში ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ყველაზე ნაკლები მონაწილე - 28 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგან 7 ქალი და 4 ოლიმპიური ჩემპიონია.
ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა - ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობის პირად შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ამას გარდა, ჩვენი ძიუდოისტები იასპარეზებენ ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში.
ჩვენი სპორტსმენები (ძიუდო, ფარიკაობა, კრივი, ცურვა) შეჯიბრებაში ჩაებმებიან 27 ივლისიდან.
გთავაზობთ ჩვენი ათლეტების ასპარეზობის განრიგს:
ძიუდო- 60 კგ. ვაჟები
გიორგი სარდალაშვილი
12:00-დან (თბილისის დრო): წინასწარი
19:49-დან: ფინალური ბლოკი
ფარიკაობახმალი. ვაჟები
სანდრო ბაზაძე
12:25-დან: 1/32 ფინალი
21:50-დან: ნახევარფინალი
23:55-დან: ფინალი
ცურვა100 მ. ბატერფალიანა ნიჟარაძე
13:00-დან: კვალიფიკაცია
22:30-დან: ნახევარფინალი
სროლა10 მ. ქალები
ნინო სალუქვაძე
14:30-დან: კვალიფიკაცია
კრივი63.5 კგ. ვაჟები
ლაშა გურული
19:06:დან 1/16 ფინალი
23:36-დან: 1/16 ფინალი
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)