ახალდაქორწინებულ წყვილს შორის, ქორწილის ღამეს შეკამათება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შემთხვევა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანიაში, საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სიძე- პატარძალს შორის კონფლიქტი დაიწყო, რაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით ხანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყაროს ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთის წინააღმდეგ სამზარეულოს ნივთებს იყენებდა. როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთს ქვაბებს და კოვზებს ურტყამდნენ.
წყარო:
tia.ge/
კომენტარები (0)