რონალდო და "რეალი" კვლავ ერთად
კრიშტიანუ რონალდუ და მადრიდის "რეალი" ესპანურმა გამოცემებმა კვლავ ერთმანეთს დაუკავშირეს, გამოცემა As-ის ინფორმაციით პორტუგალიელ ფეხბურთელს "იუვენტუსის" დატოვება სურს და კარიერის გაგრძელებას კვლავ "რეალში" გეგმავს.
ფეხბურთელსეს სურვილი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მადრიდულ გუნდში მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, რომელთანაც მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ბოლო დროს მადრიდის "რეალს" კილიან მბაპესაც აქტიურად უკავშირებენ , რთული წარმოსადგენია, რომ "სამეფო გუნდმა" ორივე ვარსკვლავისთვის იბრძოლოს,მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
კომენტარები (0)