» ჯანქი » "დარტყმამ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!" - ტრამპის თქმით, ისრაელი-ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

"დარტყმამ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!" - ტრამპის თქმით, ისრაელი-ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ



"დარტყმამ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!" - ტრამპის თქმით, ისრაელი-ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ



აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და მშვი­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • "ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!“. ვი­ცო­დი, რომ დრო ახლა იყო. მსოფ­ლიო და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი ნამ­დვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან! ორი­ვე ერი მო­მა­ვალ­ში უზარ­მა­ზარ სიყ­ვა­რულს, მშვი­დო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას იხი­ლავს“, - წერს ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მისი თქმით, თუ ის­რა­ე­ლი და ირა­ნი "სი­მარ­თლი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზი­დან გა­და­უხ­ვე­ვენ", ორი­ვე მათ­გა­ნი ბევრ რა­მეს და­კარ­გავს.
"მათ იმ­დე­ნი რამ აქვთ მო­სა­პო­ვე­ბე­ლი და ამავდრო­უ­ლად, იმ­დე­ნი რამ აქვთ და­სა­კარ­გი, თუ ისი­ნი სი­მარ­თლი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზი­დან გა­და­უხ­ვე­ვენ. ის­რა­ე­ლი­სა და ირა­ნის მო­მა­ვა­ლი შე­უ­ზღუ­და­ვია და დიდი და­პი­რე­ბე­ბით სავ­სე. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ორი­ვე!“ - წერს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი.

ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელ­სა და ირანს შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და B-2-ების პი­ლო­ტე­ბის ნი­ჭი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის გა­რე­შე.


კითხვის გაგრძელება


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+