შშ-მ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
- შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნატანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.
დონალდ ტრამპა ოპერაციას წარმატებული უწოდა.
"დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისპაჰანში", - დაწერა ტრამპმა.მან მიულოცა ამერიკელ მებრძოლებს.
"მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“, - წერს ტრამპი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მიმართა ხალხს, ხოლო ირანი გააფრთხილა თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მა შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში გააკეთა.
"ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და მარტივი იქნება“, - თქვა ტრამპმა საღამოს ეთერის დროს.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)