» ჯანქი » “რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი – მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა… გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა” – ნინო სურგულაძის უცნობი ამბები

“რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი – მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა… გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა” – ნინო სურგულაძის უცნობი ამბები

“რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი – მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა… გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა” – ნინო სურგულაძის უცნობი ამბები
მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ცო­სოპ­რა­ნო ნინო სურ­გუ­ლა­ძე თავისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, გა­და­ღე­ბე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, გა­მარ­ჯვე­ბა ბარ­სე­ლო­ნა­ში და ლა სკა­ლა, რა­საც წარ­მა­ტე­ბის გრძე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გზა მოჰ­ყვა. თავისი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ნინო ოჯახ­ზე – ტყუ­პის და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, მშობ­ლებ­სა და იმ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დზე გვი­ამ­ბობს, რომ­ლის კონ­ცერ­ტებ­ზეც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნი მო­იწ­ვია, მათ შო­რის, სოფი ლო­რე­ნი და მისი ვაჟი.

“მე­ტი­ჩა­რა­თი” შეც­ვლი­ლი ბავ­შვუ­რი სამ­ყა­რო

– ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფია სა­ი­დან­ღაც იწყე­ბა, რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ცვლის. აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა მეც­ნი­ე­რი იყო: ბე­ბია ექი­მი, მამა ფი­ზი­კო­სი, დედა ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი. თა­ვი­დან ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ 7 წლის ასა­კი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლა მო­მინ­და, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მი­უ­ზიკ­ლებს ვდგამ­დით და უკვე იმ დრო­ი­დან პა­ტი­ვი მერ­გო, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში სცე­ნა­ზე ვმდგა­რი­ყა­ვი.
“მე­ტი­ჩა­რას” დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მა­შინ 9 წლის ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე ბევ­რი გო­გო­ნა ნა­ხეს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. მე სკო­ლა­ში ამარ­ჩი­ეს, კლას­ში რომ შე­მო­ვიდ­ნენ, მე დიდი ინ­ტე­რე­სით წა­მოვ­დე­ქი და ქალ­ბა­ტონ­მა სვეტ­ლა­ნა ჯა­ფა­რი­ძემ, რო­მე­ლიც მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი იყო, მო­მიხ­მო და ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რა.
მა­ლე­ვე სა­სინჯ გა­და­ღე­ბა­ზე მი­მიწ­ვი­ეს, რის შემ­დე­გაც ფილ­მის რე­ჟი­სო­რებ­მა ნელი ნე­ნო­ვამ და გენო წუ­ლა­ი­ამ გა­და­წყვი­ტეს, და­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნე როლ­ზე. გა­ი­მარ­თა კრე­ბა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ რეზო ჩხე­ი­ძე, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე და სხვე­ბი. მახ­სოვს, როცა სა­სინ­ჯი გა­და­ღე­ბი­დან შინ ვბრუნ­დე­ბო­დი, ჩემი ბავ­შვუ­რი წარ­მოდ­გე­ნით მივ­ხვდი, რომ ჩემი სამ­ყა­რო რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბო­და, და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და.
ფილმზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სკო­ლა­საც ვაკ­ლდე­ბო­დი, მაგ­რამ შემ­დეგ ვა­ნა­ზღა­უ­რებ­დი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. გა­და­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე გაგ­რა­ში, ბა­თუმ­ში. ცურ­ვა არ ვი­ცო­დი და სას­წრა­ფოდ ვის­წავ­ლე. მახ­სოვს, წყალ­ში სი­ცხი­ა­ნიც კი ჩა­ვე­დი დელ­ფინ­თან. გა­და­ღე­ბა ორ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და და ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი სულ მე­მახ­სოვ­რე­ბა. როცა სა­ჭი­რო იყო, რე­ჟი­სო­რე­ბი მომ­თხოვ­ნე­ბიც იყ­ვნენ და კრი­ტი­კუ­ლე­ბიც. მეც ვცდი­ლობ­დი მაქ­სი­მუ­მი გა­მე­კე­თე­ბი­ნა.…დღემ­დე ასე ვარ, ძა­ლი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლი…

– გა­მო­ვი­და ფილ­მი და როცა გა­რეთ გახ­ვე­დით, თუნ­დაც სკო­ლა­ში, რა ხდე­ბო­და?
– ყველ­გან მცნობ­დნენ და ყვე­ლა მე­ტი­ჩა­რას მე­ძახ­და. ერთხანს ცო­ტა­თი და­ვი­ჯე­რე, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ბავ­შვო­ბა­ში­ვე დას­რულ­და, ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­სა­წყის­ში­ვე და­ვა­მარ­ცხე. ხელი იმან შე­მი­წყო, რომ გან­ვი­თა­რე­ბა გა­ვაგ­რძე­ლე. ამა­ში ბევ­რი ერ­თგუ­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი და­მეხ­მა­რა,- ჩემი მშობ­ლე­ბი, უპირ­ვე­ლე­სად დედა; ჩემი პე­და­გო­გე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­სა­ბა­ძი იყ­ვნენ ჩემ­თვის.

9 აპ­რი­ლი და კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვა

– 1980-90-იან წლებ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დით, პა­რა­ლე­ლუ­რად, ფილ­მებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შემ­დე­გი იყო ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის-“ვალ­სი პე­ჩო­რა­ზე”, სა­დაც მე და გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა ვთა­მა­შობ­დით მთა­ვარ რო­ლებს. ფილ­მი 1937 წელ­ზე იყო, “მო­ნა­ნი­ე­ბის” შემ­დეგ ერთ-ერთი ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა. საბ­ჭო­უ­რი “რკი­ნის ფარ­და” ნელ-ნელა იხ­სნე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა გა­აქ­ტი­ურ­და. ამ პრო­ცე­სებ­ში პირ­და­პირ თუ ირი­ბად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. მახ­სოვს, 9 აპ­რილს შტა­ტებ­ში ვი­ყა­ვით სპექ­ტაკ­ლე­ბით და იქ გა­ვი­გეთ ამ სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ. ის შეგ­რძნე­ბა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დით, დაგ­ვხვდა ცა­რი­ე­ლი ქუ­ჩე­ბი და რუს­თა­ველ­ზე უამ­რა­ვი ფეხ­საც­მე­ლი მი­მო­ფან­ტუ­ლი; სახ­ლში – დუ­მი­ლი, უც­ნა­უ­რი სი­ჩუ­მე, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს არ ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ტკი­ვი­ლის­გან და­დუ­მე­ბუ­ლე­ბი. შემ­ზა­რა­ვი შეგ­რძნე­ბა იყო. 9 აპ­რი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ჟე­ნე­ვა­ში მო­მი­წია წას­ვლა კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე “ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს ხვა­ლინ­დე­ლი იმე­დე­ბი”, სა­დაც 14 ქვეყ­ნი­დან ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნილ­ნი, მათ შო­რის, მეც. ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი მო­ნა­წი­ლე მე ვი­ყა­ვი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­მია რომ მო­მა­ნი­ჭეს, დიდი სით­ბო გა­მო­ი­ჩი­ნეს. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ყვე­ლა სი­ტყვით გა­მო­ვი­და, თა­ვი­ანთ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ, მე კი ვი­ცო­დი, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას რაც დამ­ხვდე­ბო­და, და ასე­თი რამ ვთქვი, ჩემი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის. რაც ამ ფილმში ნა­ხეთ, ჩვენ ამის გამე­ო­რე­ბა აღარ გვინ­და, ჩვე­ნი სურ­ვი­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი ვი­ყოთ-მეთ­ქი. ყვე­ლა ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი სი­ტყვა ნი­ნომ წარ­მოთ­ქვაო. უკვე მა­შინ ჩემი არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­პა იყო, იქ არის ჩვე­ნი ად­გი­ლი. ერთ წე­ლი­წად­ში ჟე­ნე­ვა­ში იმა­ვე ფეს­ტი­ვალ­ზე სა­პა­ტიო ჟი­უ­რის წევ­რად მი­მიწ­ვი­ეს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან არე­უ­ლი დრო იყო, ვერ მო­ვა­ხერ­ხე ჩას­ვლა.
ფილ­მის რე­ჟი­სორ ქალ­ბა­ტონ ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მუ­შა­ო­ბი­სას ხში­რად მეც ბევრ რა­მეს ვთა­ვა­ზობ­დი, რა­ღა­ცებს ჩე­მე­ბუ­რად ვა­კე­თებ­დი, რად­გან ინერ­ტუ­ლი და პა­სი­უ­რი ტიპი არა ვარ, მინ­და მხო­ლოდ მოქ­მე­დი კი არა, შე­მოქ­მე­დიც ვიყო. რა­ღა­ცე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რა­ღა­ცებს ისე ვა­კე­თებ­დი, რო­გორც თვი­თონ ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ეს სწო­რედ მისი ცხოვ­რე­ბა, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მია და მან ჩემს გმირ­ში და­ი­ნა­ხა სა­კუ­თა­რი თავი ბავ­შვო­ბა­ში. ეს ის­ტო­რია ჩემ­თვის უცხო არ იყო, რად­გან ბა­ბუა 1937 წელს და­მიხვრი­ტეს და მა­მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და ეს ტრავ­მა, იმ დროს მხო­ლოდ 3 წლის იყო.
წაიკითხეთ სრულად 

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+