მომღერალი
ირმა სოხაძე, რომელიც კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე იყო, გამოეხმაურა მზია ამაღლობელის საქმეს:
"ძალიან ცუდ ამბავში ვართ... ამას ბოლო არ უჩანს, თუმცა ეს დაუსრულებლად არ დასრულდება. თუნდაც ახლა რაც მზიას თავს ხდება მზია ამაღლობელს რომ რამე მოუვიდეს, როგორ აპირებენ ამ ქვეყნის მართვას? თავს როგორ უნდა აპატიონ" - თქვა ირმა სოხაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას..
ცნობისთვის, კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე დემონსტრანტების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი.საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია სატელევიზიო ეთერის დათმობის მოთხოვნით გაიმართა..
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)