„რატომ მკლავთ, ამჯერად რა დავაშავე?” – გია ბაღაშვილის ყოფილ ცოლს თავს ესხმიან, თაკო ტაბატაძე რთულ ვითარებაშია
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში თაკო ტაბატაძე პირდაპირ თავს ესხმიან და აგრესიულ კომენტარებს უწერენ. მსახიობმა მათი რისხვა იმის გამო დაიმსახურა, რომ მისი და მუსიკოს გია ბაღაშვილის ოჯახი დაინგრა.თაკომ თავად გამოაქვეყნა სქრინები, სადაც წერენ, რომ უნდა მოკვდეს, რომ სიამოვნებით მოკლავდნენ და ა.შ.
,,თაკო კი არა სიკვდილი შენ. უფლება რო მქონდეს ბებიის ტოლა ქალი ვარ და ალბად მოგლავდი (სტილი დაცულია)” – წერს ვინმე მზია შონია, რომელსაც პასუხობენ: ,,გაიხარეთ, ქალბატონო, მართალი ხართ, რა ქნა ამ უჭკუო გოგომ”, ,,მართალი ხართ, მეც თქვენს აზრზე ვარ, მაგრამ რომ დავწერე, ისეთი აგრესია წამოვიდა. სულ წაშალეს ქართველი ქალის სახე. ნეტავ რა ესიყვარულება 4 შვილის დედას”, ,,ნამდვილად ღირსია, მაგას ოდნავ შეგნება რომ ჰქონდე, ასე ხშირად არ გამოჩნდებოდა, მეხი კი დაეცა მაგის ქალობას, ოჯახი შეარცხვინა”.
,,ნამუსი რომ ჰქონდეს, თავს თუ არ მოიკლავს, მინიმუმ თავი არსად არ უნდა გამოყოს. მაგრამ ამისნაირებს ნამუსი აღარ აქვთ” - წერს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის თანამშრომელი ვინმე კორჩილავა.
,,რატომ ,,მკლავთ”, ქალბატონი მზია?… რა ვიცი, ამჯერად რა დავაშავე…” – წერს თაკო და ასევე აქვეყნებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმოწერას, სადაც კითხულობს, უხერხულად არ ეჩვენებათ, ასეთი თანამშრომლები რომ ჰყავთ.
წყარო: "სარკე
კომენტარები (0)