» ჯანქი » "ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში" - გიორგი ვაშაძე

"ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში" - გიორგი ვაშაძე



"ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში" - გიორგი ვაშაძე
ყვე­ლამ ავი­ღოთ მე­ლა­ნი და სა­დაც გამ­ყალ­ბებ­ლებს ვნა­ხავთ შე­ვას­ხათ სა­ხე­ში ყვე­ლას. ყვე­ლა გამ­ყალ­ბე­ბელს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს! - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, ცეს­კოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის მიერ და­წე­რილ ციფ­რებს ხელს მო­ა­წერს.

"მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა დათო კირ­თა­ძეს, მან გა­კე­თა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და სათ­ქმე­ლი. კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი და მისი გვერ­დით მჯდო­მე­ბი ამ ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი არი­ან და გა­რეთ თავს ვერ გა­მო­ყო­ფენ. ყვე­ლამ მე­ლა­ნი ავი­ღოთ და ვინც სა­დაც გამ­ყალ­ბებ­ლებს ვნა­ხავთ შე­ვას­ხათ სა­ხე­ში ყვე­ლას. ყვე­ლა გამ­ყალ­ბე­ბელს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს! პრო­ტეს­ტი და აქ­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ.

ამ არ­ჩევ­ნებს აღი­ა­რე­ბა არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და არც ქვეყ­ნის გა­რეთ, არ აქვს. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი სხდო­მა­ზე იმი­ტომ არ შე­უშ­ვეს, რომ ეს სპე­ცო­პე­რა­ცია იყო რუ­სუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით და­გეგ­მი­ლი. ეს იცის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და სწო­რედ ამი­ტომ არ შე­უშ­ვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი. ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ნა­ტა­მა­ლი არ აქვს ამ არ­ჩევ­ნებს. ეს ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი ციფ­რე­ბი, რო­მელ­საც სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ხელს მო­ა­წერს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+