» ჯანქი » "ძალიან უტიფარი ხარ! ამ სამარცხვინო ტყუილების გავრცელება როგორ არ გრცხვენიათ?" - ვის საყვედურობს ნოდიკო ტატიშვილი?

"ძალიან უტიფარი ხარ! ამ სამარცხვინო ტყუილების გავრცელება როგორ არ გრცხვენიათ?" - ვის საყვედურობს ნოდიკო ტატიშვილი?



"ძალიან უტიფარი ხარ! ამ სამარცხვინო ტყუილების გავრცელება როგორ არ გრცხვენიათ?" - ვის საყვედურობს ნოდიკო ტატიშვილი?



"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახალ წელს სცე­ნა­ზე დავ­დგე და ვიმ­ღე­რო, როცა ვიცი, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი ცი­ხე­ში ზის" - ეს სი­ტყვე­ბი მომ­ღე­რალ­მა ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მე­ო­რე დღეს კი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლა ქარ­დი, სა­დაც წერ­და, რომ 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს, ტა­ტიშ­ვი­ლი რეს­ტო­რან BEG CHEFS-ში იმ­ღე­რებს.

გავ­რცე­ლე­ბულ ქარდს, ნო­დი­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.
"ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დო" უკვე ისე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ხარ, რაზე გე­ლა­პა­რა­კო არ ვიცი.
მერე რომ და­გა­ხუ­რა­ვენ თავ­ზე გწყინთ! ეს კონ­ცერ­ტი იყო და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც გა­უქ­მე­ბუ­ლია უკვე დიდი ხა­ნია! ეს აფი­შა ვინ და რა­ტომ დადო არ ვიცი, თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ.
ჩემს ნაც­ბობ-ახ­ლობ­ლებს მოგ­მარ­თავთ, მანდ ვინც მუ­შა­ობთ, ამ სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ილ­ზე შე­გიძ­ლი­ათ პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოთ თქვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას?" - და­წე­რა ტა­ტიშ­ვილ­მა.
მა­ლე­ვე მომ­ღერ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რეს­ტორ­ნის ბო­დი­ში მოჰ­ყვა.
„ბო­დიშს ვუხ­დით მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს შეც­დო­მის გამო, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მომ­ღე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში არ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აფი­შა რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ჩვე­ნი შეც­დო­მის შე­დე­გია და ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ამოს გამო. კი­დევ ერთხელ ბო­დიშს ვუხ­დით მომ­ღე­რალს!“ - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+