» ჯანქი » “ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე… ხალხნო, რა კრიტერიუმით ეძახით ადამიანებს რუსებს?”

“ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე… ხალხნო, რა კრიტერიუმით ეძახით ადამიანებს რუსებს?”



“ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე… ხალხნო, რა კრიტერიუმით ეძახით ადამიანებს რუსებს?”



“მა­ხა­რას” გა­ხეთ­ქი­ლი თა­ვის და­ნახ­ვა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო, გი­ორ­გის სი­ცო­ცხლე ჩვე­ნი, ყვე­ლას ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბია, რა გიმ­ტკი­ცოთ? რომ “იმედ­ზე” ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ?! ვიცი სა­დაც ვმუ­შა­ობ და სუ­ლაც არ მრცხვე­ნია ამის”, – ეს სტა­ტუ­სი მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 8 დე­კემ­ბერს და­წე­რა. თუმ­ცა იქამ­დე იყო მო­წო­დე­ბე­ბი, რო­გორც „იმე­დის“ ერთ-ერთ სა­ხეს, და­ეგ­მო რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდა­რი და წა­მო­სუ­ლი­ყო ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან.

სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში დღეს გა­ვი­და ასე ჰქვია – “ბუ­ლინ­გი “იმე­დის” თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, ოჯახ­ზე და ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე”. იმე­დის წამ­ყვა­ნე­ბი, ნანა შო­ნია, ნა­ნუ­კა გუ­ლუა, გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან ბოლო დღე­ებ­ში გან­ცდილ ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ნა­ნუ­კა გუ­ლუა:
– რო­დე­საც ეს სტა­ტუ­სი დავ­წე­რე, ეს არ ყო­ფი­ლა და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და უცებ გაბ­რა­ზე­ბულ­ზე და­წე­რი­ლი. ადა­მი­ა­ნი არ უნდა იყო, რომ ეს შენ­თვის სუ­ლერ­თი იყოს, არ გა­ღელ­ვებ­დეს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი “იმედ­ში” არ მუ­შა­ო­ბენ. იმედ­ში ადა­მი­ა­ნებს დიახ, სტკი­ვათ, გა­ნიც­დი­ან, გულ­თან ახ­ლოს მი­აქვთ რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ტკი­ვი­ლი, დიახ, იმე­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, რო­გორც არ უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნონ ეს ყვე­ლა­ფე­რი.
“ინ­ბოქსში”, სა­დაც მო­დის მე­სი­ჯი, ამო­წყდით, შენ უსინ­დი­სო, სა­მარ­ცხვი­ნო, ეს შე­ტე­ვე­ბი იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია, მარ­თლა გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, რომ ხან­და­ხან ისეთ ემო­ცი­ებს ვგრძნობ­დი, თა­ვი­დან, ტვი­ნი­დან და ზო­გა­დად ორ­სუ­ლი ქალი. ურ­თუ­ლე­სი იყო… ერის მო­ღა­ლა­ტე, ზუგ­დი­დის სა­მარ­ცხვი­ნო მო­ქა­ლა­ქე – ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად ეს ეპი­თე­ტე­ბი გან­ვი­ცა­დე. ხალხნო, რა კრი­ტე­რი­უ­მით, რაზე დაყ­რდნო­ბით, რის სა­ფუძ­ველ­ზე ეძა­ხით ადა­მი­ა­ნებს რუ­სებს…
რუსი სა­ერ­თოდ თუ ჰყავთ ნა­ნა­ხი, რუ­სის ჩექ­მა თუ აქვთ გან­ცდი­ლი. მე ვარ ზუგ­დი­დე­ლი და აფხა­ზე­თის ომი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­დას­ვლა და გად­მოს­ვლა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ტრავ­მი­რე­ბუ­ლია ჩემი ბავ­შვო­ბა, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი, რუ­სის და იმ ომის გამო, რაც და­ატ­რი­ა­ლეს სა­მეგ­რე­ლო­ში. ყვე­ლას ცალ­სა­ხად აზრი აქვს ერთი, რომ დიახ, ევ­რო­პულ კურსს ვად­გა­ვართ და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის გა­რე­შე არა­ვის არ წარ­მო­უდ­გე­ნია.
დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ამა­ყად, სუფ­თად, იმი­ტომ, რომ ჩვენს სი­ტყვა­ში და ჩვენს საქ­ცი­ელ­ში არა­ფე­რია სა­მარ­ცხვი­ნო, მაგ­რამ მათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­რი­დე­ბათ.



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+