Демонстрационный сайт » პირადი ცხოვრება » „აუ, როგორ მეგონა, რომ გამოძვრებოდა... როგორ ვერ გიშველეთ... სულ იმას გვეუბნებოდი, რომ კარგად იყავი...“ - ცოტა რამ გარდაცვლილ ფეხბურთელზე

„აუ, როგორ მეგონა, რომ გამოძვრებოდა... როგორ ვერ გიშველეთ... სულ იმას გვეუბნებოდი, რომ კარგად იყავი...“ - ცოტა რამ გარდაცვლილ ფეხბურთელზე

„აუ, როგორ მეგონა, რომ გამოძვრებოდა... როგორ ვერ გიშველეთ... სულ იმას გვეუბნებოდი, რომ კარგად იყავი...“ - ცოტა რამ გარდაცვლილ ფეხბურთელზე
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა. დიახ, უხილავ მტერთან ბრძოლაში დამარცხდა.

ეს ის ვახოა, მის გასამხნევებლად მოქალაქეები ვიდეოებს რომ წერდნენ და კეთილ სურვილებს არ იშურებდნენ.

ეს ის ვახოა, რომელსაც კიდევ ბევრი გოლი უნდა გაეტანა მეტოქის კარში.

ეს ის ვახოა, რომელსაც მთელი საქართველო ქომაგობდა.

სამწუხაროდ, „სიკვდილის კარში“ გოლი ვერ გაიტანა... დღეს დანებდა და ვირუსთან ბრძოლას ემსხვერპლა. დღეს ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...

დღეს კიდევ ერთხელ დაკარგა საქართველომ „არ დასაკარგავი შვილი“.

როგორც ცნობილია, სპორტსმენი საავადმყოფოში 12 დღის წინ შეიყვანეს.

კორონავირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი „ვიტ ჯორჯია 2“ იყო.

ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სამძიმრის წერილებიც დაიწერა:

„ვაიმე, რას ამბობთ, საშინელი ამბავია“
„ვაიმე რას ამბობ!!!! ეს რა საშინელებაააა!“
„ჩემო პატარა ანგელოზო, სულ იმას გვეუბნებოდი რომ კარგად იყავი...
კოვიდმა როგორ გაჯობა ჩემო უკეთილშობილესო. უსაყვარლესო... როგორ ვერ გიშველეთ...
გვიყვარხარ და ყველას გვეყვარები, ხომ დამპირდი სანამ გამომწერენ წავიკითხავ შენ წერილსო??
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩვენო უდიდესო ტკივილო“...
„აუ, როგორ მეგონა რომ გამოძვრებოდა“,- წერენ სოციალურ ქსელში.

წყარო: ​digest.pia.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+