» ოლიმპიადა » სახელმწიფომ საპრიზო თანხა ბევრად გაზარდა! - რა თანხას მიიღებენ ვერცხლის მედლის მფოლებელი პრიზის სახით?

სახელმწიფომ საპრიზო თანხა ბევრად გაზარდა! - რა თანხას მიიღებენ ვერცხლის მედლის მფოლებელი პრიზის სახით?



სახელმწიფომ საპრიზო თანხა ბევრად გაზარდა! - რა თანხას მიიღებენ ვერცხლის მედლის მფოლებელი პრიზის სახით?
მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რვა მედალი არის ისტორიული შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„საღამო მშვიდობის ჩვენო საამაყო ოლიმპიელებო, ჩვენო ჩემპიონებო, ყველას მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს. ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო, მე ასე მოგმართავთ, თქვენ მართლაც საოცარი შედეგი დადეთ – 8 მედალი, რომელიც არის მართლაც ისტორიული შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ ათეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ. მადლობა გამარჯვებისთვის. მთელი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. მე ასევე მაქვს პატივი გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას – ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინ თქვენს გვერდით იდგა. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება. მე ისიც ვიცი, თუ რა დგას ამ შედეგის უკან, ამ შედეგის მიღმა დგას თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სახელით. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის, რომლებიც გიყურებენ თქვენ და სწორედ თქვენს მაგალითებზე უნდა აღიზარდონ. მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ოლიმპიელებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

წყარო: ​საზოგადოებრივი მაუწყებელი​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+