პერესს ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს, სადაც რაულს და კასილასს "რეალის" სირცხვილს უწოდებს
მადრიდის "რეალის" ირგვლივ მორიგი დიდი სკანდალია.
El Confidencial-მა ფლორენტინო პერესის 2006 წლის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ის კასილასსა და რაულს რეალის სირცხვილს უწოდებს:
" კასილასი რეალისთვის შესაფერისი მეკარე არ არის, რა გინდათ რომ გითხრათ? - ის არც არასოდეს ყოფილა. ის დიდი იმედგაცრუებაა იმათ შორის, რაც გვქონია. დიახ, რეალის ერთ-ერთი დიდი სირცხვილი, მეორე კი რაულია. რეალის ორი დიდი სირცხვილი." - ჩანაწერში ეს სიტყვები ფლორენტინო პერესს ეკუთვნის.
ჯერ-ჯერობით უცნობია ამ ამბავის გახმაურების შემდეგ კვლავ დარჩება თუ არა რაული "კასტილიას" მთავარ მწვრთნელად.
კომენტარები (0)