Демонстрационный сайт » ჯანქი » "ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით "- მანანა თოდაძე

"ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით "- მანანა თოდაძე

"ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით "- მანანა თოდაძე
მომღერალი მანანა თოდაძე, ადამიანებს, რომლებიც თბილისში ქირით ცხოვრობენ და ვაჭრობას ეწევიან, სოფლებში დაბრუნებას ურჩევს.

მისი აზრით, ადგილ-მამულების დამუშავება და სოფლის მოღონიერება, ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს და ქვეყანაც უფრო გაძლიერდება.

„ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინონ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“, - ამბობს მანანა თოდაძე „სარკესთნ“ საუბრისას.

წყარო: digest.pia.ge


ხვიჩა კვარაცხელია​​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+