ფიზიკური დაპირისპირება გარდაბანში - ქორწილში სიძე-პატარძლის ნათესავები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
სასტიკად არის ნაცემი მამედოვების ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ პატარძლის 20-მდე ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ისინი აცხადებენ, არმატურებით ცემის შემდეგ ერთ-ერთ დაზარალებულს ნოდარ მამედოვს ავტომობილიც დააჯახეს. მამაკაცის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას ჩხუბში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა მომხდარზე დაკავებული არავინაა.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)