“ეს ხდება ხალხო საქართველოში… ბარათი დავკარგე და რამდენიმე საათში მომივიდა მესიჯი რომ თქვენი ანგარიშიდან ერთ-ერთ მაღაზიაში თანხა მოიხსნაო…”
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი სასიამოვნო პოსტს აქვეყნებს:
“გიზიარებთ ერთ ფერად ამბავს. ქუჩაში ამომივარდა ბარათი. იმ საღამოსვე მოიხსნა 35 თეთრი ერთ-ერთ სუპერმარკეტში. იმდენად გამიკვირდა ასეთი მცირე თანხის მოჭრა, საკუთარ თავში ეჭვიც კი შევიტანე, ეგებ მე ვიყიდე რამე და არ მახსოვსმეთქი. მოკლედ, გადავრეკე ამ სუპერმარკეტის ცხელ ხაზზე და დამიდასტურეს, რომ მათ ჰქონდათ ჩემი ბარათი. მივედი ასაღებად და აღმოჩნდა, რომ ვიღაც კეთილმა ადამიანმა იპოვა და ნიშანი რომ მოეცა, სად მიმეკვლია, მაღაზიაში ფული მოხსნა. ბარათი გამყიდველს ჩააბარა 35 თეთრთან ერთად… ესეთებიც ხდება”
კომენტარები (0)