თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან ძალაში შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტო ულიმიტო სისტემა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აბონემენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში 5 იანვრიდან დაიწყება.
90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება.
ტრანსპორტში ახალი სააბონემენტო სისტემის ამოქმედებამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. როგორც კომენტარებში წერენ, აბონემენტის შეძენის შემთხვევაში უფრო მეტის გადახდა მოუწევთ.
წყარო:
palitravideo.ge/
კომენტარები (0)