Демонстрационный сайт » ჯანქი » "მეგობრებო, გუშინ ჩემი ბანკის ბარათი დავკარგე, ზედ არც ისე ცოტა თანხა მედო,თუ ამას შემთხვევით წაიკითხავთ....."

"მეგობრებო, გუშინ ჩემი ბანკის ბარათი დავკარგე, ზედ არც ისე ცოტა თანხა მედო,თუ ამას შემთხვევით წაიკითხავთ....."

"მეგობრებო, გუშინ ჩემი ბანკის ბარათი დავკარგე, ზედ არც ისე ცოტა თანხა მედო,თუ ამას შემთხვევით წაიკითხავთ....."
სოციალურ ქსელში მომხმარებელი Katie Black განცხადებას ავრცელებს.

"მეგობრებო, გუშინ ჩემი ბანკის ბარათი დავკარგე, ზედ არც ისე ცოტა თანხა მედო. დილამდე არც ვიცოდი რომ დაკარგული მქონდა. უცებ თიბისი მირეკავს.. ვიფიქრე ასე ადრე რა სესხის შემოთავაზება მოუნდათ-მეთქი, მაგრამ ოპერატორმა მითხრა თქვენი ვიზა ბარათი დაკარგეთ, ახლა ჩვენთან არის, ეს ესაა ტაქსის მძღოლმა მოიტანა, მობრძანდით და წაიღეთო. რა თქმა უნდა, არცერთი თეთრი არ არის მოკლებული, თან უახლოეს ფილიალში დამიტოვა, როგორც ჩანს, ახსოვდა სადაც ჩამოვედი.  ძალიან მინდა მადლობის გადახდა ასეთი საქციელისთვის და გული მწყდება რომ ვერ ვიპოვნი. მაბედნიერებს ფაქტი რომ არსებობენ ასეთი კეთილი და პატიოსანი ადამიანები. არადა, გზაში იმდენჯერ მკითხა ხომ ზუსტად გაქვს თანხა ხურდა არ მაქვსო რომ ვიფიქრე ეს ვისთან მოვხვდი რა ვერ გაიგოთქო.  თურმე ძალიან კარგ ადამიანთან მოვხვედრილვარ. თუ ამას შემთხვევით წაიკითხავთ, უღრმესი მადლობა ადამიანობისთვის. "




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+