ილია თოფურიას განცხადებას, რომელშიც ქართველი მებრძოლი ჯასტინ გეიჯის ხელთათმანების შემოწმებაზე საუბრობს, გეიჯიც გამოეხმაურა."94 დღე და საუკეთესო, რაც მოიფიქრე, ეს სუსტი გამართლებაა. ისეთივე ცუდია, როგორიც შენი ბოლო გამოსვლა. უკეთესად შეგიძლია, ბიჭო“, - დაწერა გეიჯმა.
ამ პასუხით ამერიკელმა მებრძოლმა თოფურიას მინიშნება, თითქოს მისი ხელთათმანების შემოწმება მომავალში აუცილებელი იქნება, ფაქტობრივად, თავის მართლებად შეაფასა.
ცნობისთვის, 15 ივნისს, ილია თოფურია, თეთრ სახლში, UFC-ის ღონისძიებაზე, მთავარ ბრძოლაში, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. ეს ილიასთვის კარიერის პირველი მარცხია.წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)