"12 წლის მერე პირველად გავიგე, რომ ერთ-ერთ ბავშვს მამიდისთვის მიუტანია გურამის საფულე, სამაჯური და ხურდა" - ამის შესახებ 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში "შენი ამბავი თაიასთან" ისაუბრა.როგორც სოფო ბიბილაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი მას ეჭვებს უჩენს."12 წლის მანძილზე რაც არ დავუკითხივარ, ახლა მკითხავენ გამომძიებლები. მეკითხებიან რა ურთიერთობა მქონდა ბავშვთან, რა ვერსია მაქვს, სად იქნება ბავშვი....
12 წლის მერე პირველად გავიგე, რომ ერთ-ერთ ბავშვს მამიდისთვის მიუტანია გურამის საფულე, სამაჯური და ხურდა. მე ეს ამბავი საერთოდ არ ვიცოდი. მამიდას "ტიკ-ტოკის" "ლაივში" უსაუბრია.ძალიან მაინტერესებს, გურიკა სახლიდან რომ წავიდა და მამიდამ ფული მისცა, ამხანაგებს ჩააბარა გურიკამ ფული, მლეთაში წამომიღეთო?! მლეთიდან რატომ წამოუღეს გურიკას ხურდები ბავშვებმა მამიდას სახლში? ეს ყველაფერი ეჭვებს მიჩენს. მამიდასთან მქონდა კომუნიკაცია და ეს არასდროს არ უთქვამს. ერთხელ რაღაც ნივთი დამჭირდა და დავურეკე (მამიდას) საფულე ხომ არ აქვს გურიკას სახლში დატოვებული-მეთქი და არაო, არაფერი არ არის დატოვებულიო. ახლახან დამჭირდა გურიკას დაბადების მოწმობა და მივწერე ნინოს და პასუხი არ დამიბრუნა"- ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)