» პოპულარული » რა შედეგით დასრულდა მლეთაში, ჩატარებული სამძებრო სამუშაოები, სადაც გაუჩინარებულ გურამ დადიანიძეს ეძებდნენ? - დედის პირველი კომენტარი

რა შედეგით დასრულდა მლეთაში, ჩატარებული სამძებრო სამუშაოები, სადაც გაუჩინარებულ გურამ დადიანიძეს ეძებდნენ? - დედის პირველი კომენტარი



რა შედეგით დასრულდა მლეთაში, ჩატარებული სამძებრო სამუშაოები, სადაც გაუჩინარებულ გურამ დადიანიძეს ეძებდნენ? - დედის პირველი კომენტარი



12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, სოფელ მლეთაში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.

სოფო ბიბილაშვილის თქმით, ხუთ დღეში გაკეთდა ის, რაც „12 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია არავის“.„ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი.

ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის”, - ამბობს სოფო ბიბილაშვილი „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+