"შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს - დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან" - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატის ცნობით, მოითხოვენ ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ჯუმბერ ბუჩაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად."მეგობრებო, დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს - დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან.
მის მიერ მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს დილით მივაწვდით გამომძიებელს.
მოვითხოვთ ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ყველა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად!
ყველას მოვუწოდებ თანამშრომლობისკენ!" - წერს ტარიელ კაკაბაძე.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)