12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გვიან ღამით, მლეთაში სამძებრო სამუშაოების ადგილას იმყოფებოდა.
როგორც სამართალდამცავებმა ადგილზე შეკრებილებს, მათ შორის დედას განუმარტეს, სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოების დროს მათ შორის ხდება სკანერის გამოიყენება.
„მეგობრებო, ყველა ადგილზე გადატარდება სკანერი. იქამდე გაგრძელდება ძებნა, სანამ ამ ადგილის დათვალიერება არ მოხდება. ამ ხნის განმავლობაში, აქ ვარ. მადლობა ყველას“, - წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
ვიდეო: კობა ახალაძე
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)