» პოპულარული » ანონიმური გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

ანონიმური გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს



ანონიმური გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს



ანონიმური გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

"როგორც სანდო წყაროებიდან გვაცნობეს, ბატონი ჯუმბერ ბუჩაშვილი ბატონ კახა გელაშვილთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა და ისინი მიზანმიმართულად ურევდნენ არა მარტო საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობას ხელს, არამედ ქალბატონი სოფოც შეჰყავდათ შეცდომაში. მოვითხოვთ კითხვებზე პასუხს: თუ რატომ მალავს და აფარებს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პირებს? რატომ ეშინია საგამოძიებო სტრუქტურას?"

18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: "მოვიდა დრო". ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: "დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე... პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა". შსს-ს განცხადებას უპასუხა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, რომელმაც დაწერა: ადამიანმა Facebook-პროფილით - "ნასვამი ჩოჩორი" შემატყობინა, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი"... სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორის" უკან!!! სქრინებით ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან".

წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+