» პოპულარული » სიცხე ბრუნდება, თუმცა წვიმიანი დღეებიც გველის - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სიცხე ბრუნდება, თუმცა წვიმიანი დღეებიც გველის - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში



სიცხე ბრუნდება, თუმცა წვიმიანი დღეებიც გველის - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში



საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შედარებით თბილი იქნება, თუმცა სითბოს ცალკეულ რეგიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ჩაანაცვლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობებსა და ბარში დღის საათებში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ცალკეულ ადგილებში ნალექის ალბათობა დღის განმავლობაშიც შენარჩუნდება.

თბილისში 4 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დედაქალაქში ჰაერი დღისით დაახლოებით +28 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი აცივება ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი და ქვეყნის უმეტეს ნაწილში თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმისა და ელჭექის ალბათობა კვლავ არსებობს.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+