» პოპულარული » ამინდი ისევ იცვლება - სად გაწვიმდება და სად მოიმატებს ტემპერატურა

ამინდი ისევ იცვლება - სად გაწვიმდება და სად მოიმატებს ტემპერატურა



ამინდი ისევ იცვლება - სად გაწვიმდება და სად მოიმატებს ტემპერატურა



საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად თბილი და სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28-დან +32 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო ზოლში შენარჩუნდება თბილი ამინდი, თუმცა ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე ნალექი და ელჭექი.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ძირითადად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში ჰაერი დღის განმავლობაში +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით ტემპერატურა +20…+21 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მოკლეხნიანი წვიმა და ელჭექი.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+