უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29-დან +33 გრადუსამდე იქნება.შედარებით არამდგრადი ამინდი შაბათიდან არის მოსალოდნელი. ქვეყნის ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.
კვირასაც შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, თუმცა ზოგან კვლავ მოსალოდნელია წვიმა და ჭექა-ქუხილი. მომდევნო კვირის დასაწყისიდან სიცხე კიდევ უფრო მოიმატებს და ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე აიწევს.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)