12 წლის წინ მლეთაში გურამ დადაინიძის საქმესთან დაკავშირებით კიდევე ერთი ანონიმური გვერდის "თანატოსი" ავრცელებს განცხადებას."მოგესალმებით, ყურადღებით ვიკვლევთ კახაბერ გელაშვილის და მისი კომპანიის "შპს ოფისლაინის" შესახებ ინფორმაციას. "შპს ოფისლაინი"-ს 100%-იანი წილის მფლობელი კახაბერ გელაშვილია.
კომპანიის ოფიციალური საიტის საინფორმაციო ველში მითითებული აქვს პასპორტის ნომერი, რომელიც არის ტაჯიკეთის მოქალაქის - შირინბეგ კურბონალის. პასპორტის გაცემის თარიღი 2014 წლის 18 ივლისია, გურიკას დაკარგვიდან 1 თვისა და 7 დღის შემდეგ. ასევე გაირკვა, რომ პასპორტს ვადა 2023 წლის 6 ივნისს გაუვიდა და ამავე დღეს ამ ადამიანმა ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.
ასევე მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს - გააკეთონ საჯარო, მკაფიო განცხადება. მათ მეტი იციან, ვიდრე ეს ხალხს გონია. გაჩერებას არ ვაპირებთ, თქვენამდეც მოვალთ!" - ნათქვამია ანონიმური გვერდის "თანატოსის" განცხადებაში.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)