„მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ოსურად სიტყვა "დადგა ჟამი".იმის გამო, რომ ჩემი და ჩემი გუნდის კერძო საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ აღნიშნული ყალბი კახა გელაშვილის გვერდი და ასევე ნამდვილი კახა გელაშვილის გვერდის IP მისამართები ერთი და იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახა გელაშვილს ნამდვილად მიუწვდება ხელი იმ ცნობილ ყალბ
გვერდზე, რომელიც ასევე კახა გელაშვილის სახელით არის დარეგისტრირებული. ამ ინფორმაციას ასევე ფლობს საგამოძიებო სტრუქტურა როგორც ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილზე, რომელიც 3-4 წელია ატყუებდა გამწარებულ დედას, რომელიც ეძებდა გურამ დადიანიძის საქმეს, რომელიც არის დაახლოებული პირი ბატონ კახა გელაშვილთან.მე და ჩემს გუნდს მიგვიწვდება ხელი მხოლოდ გურამ დადიანიძის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოძიება სწორი
მიმართულებით წასულიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა კიდევ ერთხელ დააფარონ ხელი ბატონ კახა გელაშვილს და მის შავბნელ გამოუძიებელ საქმიანობებს.დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი იყო ოჯახის დახმარება და ის, რომ
საგამოძიებო მოქმედებები სწორი მიმართულებით ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არასწორი მიმართულებით ცდილობენ ამ გამოძიების წარმართვას და კიდევ ერთხელ ჩაფარცხვას. ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს არ ჰქონია ინფორმაცია ჩვენი მოქმედებების შესახებ, ასე რომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და იმაზე მოახდინეთ რეაგირება, რა ფაქტებიც გაგაჩნიათ, ჩვენივე მოწოდებული ბატონი კახა გელაშვილის წინააღმდეგ" | ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც
Facebook-გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" ავრცელებს 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: "მოვიდა დრო". ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: "დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე... პოსტის სოც.ქსელში განთავსება
„ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა". შსს-ს განცხადებას უპასუხა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, რომელმაც დაწერა: ადამიანმა Facebook-პროფილით - "ნასვამი ჩოჩორი" შემატყობინა, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი"... სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორის" უკან!!! სქრინებით ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან"
წყარო:
palitravideo.ge/
კომენტარები (0)