» პოპულარული » ზაალ ლატარია სასულიერო პირის, ექვთიმე სარალიძის შეთავაზებას ეხმაურება

ზაალ ლატარია სასულიერო პირის, ექვთიმე სარალიძის შეთავაზებას ეხმაურება



ზაალ ლატარია სასულიერო პირის, ექვთიმე სარალიძის შეთავაზებას ეხმაურება



“დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “

ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ... ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას. [...]ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული," - დაწერა გუშინ მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი - თავისუფლების ქუჩა 15..."


წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+