საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის ყველა ომის მონაწილე, ზაალ ლატარია, რონელსაც 26 წლის ქალიშვილი, ლანა ლატარია, გარდაეცვალა საქართველოშია.
ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მან "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტი ცოტა ხნის წინ გადმოკვეთა.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, ზაალ ლატარია ტრაგედიის დროს რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ნათესავებისგან შეიტყო.
"ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა!.. შენთან ერთად უნდა მოვკვდე... შვილი აღარ მყავს" -ეს სიტყვები უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედრო ზაალ ლატარიას ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ამბავი შეიტყო.
როგორც Palitravideo-ს წყარო უყვება ლანა სეფსისით გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, 26 წლის ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა... მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა... დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში," - უყვება Palitravideo-ს წყარო.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)