» პოპულარული » "ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე... შვი­ლი აღარ მყავს" - უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლი ქარ­თველი სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო

"ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე... შვი­ლი აღარ მყავს" - უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლი ქარ­თველი სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო



"ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე... შვი­ლი აღარ მყავს" - უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლი ქარ­თველი სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო



"ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე... შვი­ლი აღარ მყავს" -ეს სი­ტყვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რანს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა ომის მო­ნა­წი­ლეს, 26 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლანა ლა­ტა­რია, გარ­და­ეც­ვა­ლა.უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლანა ლა­ტა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ის სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალი ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. ლანა ლა­ტა­რი­ას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ზაალ ლა­ტა­რია ტრა­გე­დი­ის დროს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ო­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მან ნა­თე­სა­ვე­ბის­გან შე­ი­ტყო.

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და ზაალ ლა­ტა­რი­ას თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, სამ­ხედ­რო შვი­ლის და­საკ­რძა­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა და იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თი­სას არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ შე­ექ­მნე­ბა. განაგრძეთ კითხვა


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+