» ჯანქი » ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?

ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?



ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?



ბრა­ზი­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სტე­ნიო გარ­სია სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია სა­მარ­თლი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბი­ძია ალის რო­ლით, სე­რი­ა­ლი­დან „კლო­ნი“. რო­დე­საც მა­რო­კო­ში გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გახ­და მსა­ხი­ო­ბი 68 წლის. ახლა 91 წლი­საა, სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდ ნა­წილს, შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი გარ­დაც­ვლი­ლიც გე­გო­ნოთ, მაგ­რამ „ბი­ძია ალი“ ცო­ცხა­ლია, თა­ვი­სი ასა­კის­თვის იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებს სი­ბე­რეს.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი

სტე­ნიო გარ­სია 1932 წლის 28 აპ­რილს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ბრა­ზი­ლი­ა­ში ლი­ბა­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ჯერ კი­დევ ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, რომ თა­ვის ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა, კერ­ძოდ კი თე­ატრთან. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ა­ბა­რა და პირ­ვე­ლი როლი 26 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო, სპექ­ტაკლში „მა­რი­ამ სტი­უ­არ­ტი“.

ორი წლის შემ­დეგ, სტე­ნი­ოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დე­ბი­უ­ტი შედ­გა. მსა­ხი­ო­ბის პირ­ვე­ლი როლი სე­რი­ალ­ში "გზის მცვე­ლე­ბი" ითა­მა­შა. სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდა მალე ბრა­ზი­ლი­ელ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა შე­ნიშ­ნეს და არა­ერთ ფილ­მსა თუ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს. თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რო­ბა „კლო­ნის“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვი­და. მისი პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნას პირ­ველ სე­რი­ა­ში მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ემო­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მი­უ­ხე­და­ვად პერ­სო­ნა­ჟის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­სა, ყვე­ლა ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ გარ­სი­ას სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით „ბი­ძია ალი“ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ გმი­რად იქცა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და მსგავ­სე­ბა პერ­სო­ნაჟ­თან
სხვა­თა შო­რის, ცხოვ­რე­ბა­ში სტე­ნიო ძა­ლი­ან ჰგავს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­რი­ალ­ში სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ძია ალის ხუთი ცოლი ჰყავს.
სტე­ნიო გარ­სია პირ­ვე­ლად 1958 წელს და­ქორ­წინ­და მსა­ხი­ობ კლე­ი­და ია­კო­ნის­ზე. მათი ქორ­წი­ნე­ბა 1969 წლამ­დე გაგ­რძელ­და. მე­ო­რედ მსა­ხი­ობ­მა ასე­ვე მსა­ხი­ობ­ზე, კლა­რის პი­ო­ვე­სან­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რომ­ლებ­საც კა­სია და გაია და­არ­ქვეს. თუმ­ცა, ეს ქორ­წი­ნე­ბაც და­ინ­გრა. მე­სა­მე და მე­ო­თხე ცო­ლებ­თან მსა­ხი­ობ­მა ცოტა ხანი გა­ა­ტა­რა.
მე­ხუ­თედ და ცხოვ­რე­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნას­კნე­ლად მე­რი­ლენ სა­ად­ზე იქორ­წი­ნა. მე­უღ­ლე სტე­ნიო გარ­სი­ა­ზე 36 წლით უმ­ცრო­სია. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბი­სას 77 წლის იყო, მე­უღ­ლე კი 41 წლის.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი
სტე­ნიო გარ­სია ერთ-ერთ ის­ტო­რი­ულ სე­რი­ალ­ში თა­მა­შობ­და, რო­დე­საც რე­ჟი­სორ გლო­რია პე­რე­სის­გან "კლონ­ში“ სა­თა­მა­შოდ მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო. „ბი­ძია ალის“ მუ­სულ­მა­ნუ­რი ოჯა­ხის უფ­რო­სის რო­ლის სა­თა­მა­შოდ, მსა­ხი­ობს სე­რი­ა­ლის და­ტო­ვე­ბამ მო­უ­წია. სა­მა­გი­ე­როდ, ალი გახ­და ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი სე­რი­ალ­ში "კლო­ნი" და მსა­ხი­ო­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ რო­ლად იქცა.
მე­ხუ­თე მე­უღ­ლემ მო­მა­ვა­ლი ქმა­რი პირ­ვე­ლად ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა, პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში Heavy Load, სა­დაც სტე­ნიო გარ­სია ან­ტო­ნიო ფა­გუნ­დეს­თან ერ­თად სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღოლს თა­მა­შობ­და. მა­შინ ქალი შვი­დი წლის იყო. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მე­რი­ლე­ნი ამ­ბობს, რომ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა წყვილს სა­ერ­თოდ არ აწუ­ხებს. „მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ უფ­რო­სი ვარ", - ხუმ­რობს ქალი. აღ­მოჩ­ნდა, რომ სტე­ნი­ოს ბოლო ცოლი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნია. საკ­მა­რი­სია მა­მა­კაც­მა ლა­მაზ ქალს შე­ხე­დოს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან კვდე­ბა.

ახლა...
სტე­ნიო გარ­სია და მე­რი­ლენ სა­ა­დი სა­კუ­თარ ფერ­მა­ში ქსე­რემ­ში ცხოვ­რო­ბენ. ეს და­სახ­ლე­ბა რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ეკუთ­ვნის. სტე­ნიო გარ­სია ამ­რავ­ლებს ცხე­ნებს, უვ­ლის პი­რუ­ტყვს და ბაღს. ბოლო წლებ­ში ჩარ­თუ­ლია ად­გი­ლობ­რივ კონ­სერ­ვა­ცი­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში. მო­კავ­ში­რის სა­ხით მის ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი ზეკა პა­გო­დი­ნი­ო­ში იპო­ვა. მათ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­არ­სეს მოძ­რა­ო­ბა "მდი­ნა­რე­ე­ბის სი­სუფ­თა­ვის­თვის" და ცდი­ლო­ბენ და­არ­წმუ­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბა, შე­წყვი­ტონ ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაყ­რა. სწო­რედ ამ აქ­ტი­ვო­ბის­თვის სტე­ნი­ოს გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბაც შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც უარი თქვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და: „მინ­და ვიზ­რუ­ნო ბუ­ნე­ბა­ზე სუ­ლი­ე­რი მო­წო­დე­ბის და არა მო­ვა­ლე­ო­ბის გამო“.
მსა­ხი­ობს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ყო­ფილ ცო­ლებ­თან. ერ­თა­დერ­თი, ვის­თა­ნაც აღარ ურ­თი­ერ­თობს, მისი მე­სა­მე ცო­ლია, გი­ზე­ლა სა. მე­ო­თხე ცოლი, მარ­სია ბა­რო­სი ხან­და­ხან მას­თან სტუმ­რა­დაც მი­დის.
ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი
სტე­ნიო არ სვამს და არ ეწე­ვა. მისი კარ­გი ფორ­მის კი­დევ ერთი სა­ი­დუმ­ლო აზ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­თო­ლი­კუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლდათ, 40 წელ­ზე მე­ტია, რაც ბუ­დიზ­მით და­ინ­ტე­რეს­და. მას შემ­დეგ დღე­ში ორ­ჯერ ან სამ­ჯერ მე­დი­ტა­ცი­ას მი­მარ­თავს. ასე­ვე თა­ვის ფერ­მა­ში, აა­შე­ნა ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის პი­რა­მი­და, სა­დაც ერ­თგვა­რი სამ­ლოც­ვე­ლო მო­ა­წყო.
სტე­ნი­ოს წა­კი­თხუ­ლი აქვს 20-ზე მეტი არა­ბუ­ლი წიგ­ნი და ყუ­რა­ნი. მა­რო­კო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მლოც­ვე­ლებ­თან ერ­თად ის­ლა­მუ­რი ლოც­ვა შე­ის­წავ­ლა. მისი ცხოვ­რე­ბა არა­ბულ კულ­ტუ­რას ბავ­შვო­ბი­დან უკავ­შირ­დე­ბო­და, რო­დე­საც ერთ-ერთ არა­ბულ რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და და ზო­გი­ერ­თი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბაც ის­წავ­ლა.

ბოლო წლებ­ში მსა­ხი­ობ­მა წიგ­ნე­ბის წერა და­ი­წყო, თუმ­ცა რან­ჩოს ხში­რად ტო­ვებს და სპორტდარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ და­დის. მისი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან მსა­ხი­ო­ბი ან­ტო­ნიო ფა­გუნ­დე­სი და ლე­ტი­სია სა­ბა­ტე­ლა (ლა­ტი­ფას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სე­რი­ალ „კლონ­ში“).


გარ­სი­ამ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი როლი 2012 წელს ითა­მა­შა. მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა პერ­სო­ნა­ჟი არ­ტუ­რო სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ში Save Me Saint George. დღემ­დე სტე­ნი­ოს ფილ­მოგ­რა­ფია 100-მდე ფილ­მს მო­ი­ცავს, რაც მას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ბრა­ზი­ლი­ელ მსა­ხი­ო­ბად აქ­ცევს.
2023 წლის აპ­რილ­ში მსა­ხი­ობს 91 წელი შე­უს­რულ­და
„მინ­და, გუ­ლით გა­და­გი­ხა­დოთ მად­ლო­ბა 91 წლის იუ­ბი­ლე­ზე მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა გზავ­ნი­ლის­თვის. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ცო­ცხა­ლი ვარ. სავ­სე ვარ თქვენს მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლით. დიდი ემო­ცი­აა სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ის მი­ღე­ბა.


მინ­და, რომ კი­დევ 10 წელი ვი­ცო­ცხლო. ბე­ბი­ა­ჩემ­მა 105 წელი იცხოვ­რა, ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი ქალი იყო. მინ­და, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე გი­სურ­ვოთ.“ - ეს გზავ­ნი­ლი მსა­ხი­ობ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

წყარო: ​ambebi.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+